"საიდუმლოს ფარდა აეხადა.." - რას წერს რომან გოცირიძე?
"საიდუმლოს ფარდა აეხადა: ვაკის პარკში და თბილისის სხვა ადგილებში ნაძვების მასობრივი გახმობა 2020 წელს, ოპოზიციის მიერ ყოფილა მოწყობილი. კოლორადოს ჯადო-შელოცვა ყოფილა ამის მიზეზი. სწორედ ეს ჯადო იქნა გამოყენებული ივანიშვილის ბაობაბების წინააღმდეგაც. მიზანი ივანიშვილის მგრძნობიარე ფსიქიკაზე ზემოქმედება და წინასაარჩევნოდ მისი მწყობრიდან გამოყვანა ყოფილა. ხმები დადის, რომ ოპოზიცია ფლამინგოს ჯადოს მოპოვებითაც ყოფილა დაინტერესებული." - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.