loader

"დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა... სოციალურ სამსახურს წაყვანილი ჰყავდა ბავშვები, მაგრამ მერე დაიბრუნა... ბავშვებს მე-6 კლასელ გოგოს უტოვებდა ხოლმე" - რას ჰყვება მეზობელი ზუგდიდში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა... სოციალურ სამსახურს წაყვანილი ჰყავდა ბავშვები, მაგრამ მერე დაიბრუნა... ბავშვებს მე-6 კლასელ გოგოს უტოვებდა ხოლმე" - რას ჰყვება მეზობელი ზუგდიდში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე?

"დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა... სოციალურ სამსახურს წაყვანილი ჰყავდა ბავშვები, მაგრამ მერე დაიბრუნა... ბავშვებს მე-6 კლასელ გოგოს უტოვებდა ხოლმე, ის ყურადღებას აქცევდა" - ამბობს მეზობელი ზუგდიდში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე.

ცნობისთვის, ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს-კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.