loader

და­ვით ქა­ცა­რა­ვამ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და­ა­ფუძნა - "ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა - "ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!" ვინ და, - ჩვენ!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

და­ვით ქა­ცა­რა­ვამ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და­ა­ფუძნა - "ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა - "ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!" ვინ და, - ჩვენ!"

"ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა და­ვით ქა­ცა­რა­ვამ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია - „ჩვენ“ და­ა­ფუძნა. ამის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

"ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა - „ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!“

ვინ და, - ჩვენ!

„ჩვენ“ არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით!

ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა!

ჩვენ გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის!

„ჩვენ“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ!

მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ!" - წერს დავით ქაცარავა.