loader

რას ამბობს ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს, შესაბამისად, მისი თქმით, კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმა, მიუღებელია.

კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ყველას მოუწოდა, რომ მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თავს სამტრედიაში დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.