უბედური შემთხვევა ოზურგეთში - 21 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში 21 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
ინფორმაციას "რუსთავი 2 ავრცელებს
შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ელექტროგაყვანილობის შეკეთებას ცდილობდა, როცა შემთხვევა მოხდა.
სასწრაფო დახმარების სამსახურს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.