სიახლე თბილისის 3 უბანში - "მასშტაბური პროექტების განხორციელება უკვე დაიწყო, რაზეც მინდა უფრო დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ"
მინდა, განვმარტო და დავასრულო პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ავარიული ბაღების დემონტაჟის შემდეგ ვისმენდით, თითქოს, ამა თუ იმ ბაღის ადგილას კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. მათ შორის, მსგავსი კამპანიები იყო სწორედ 50-ე და 28-ე ბაღებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეს სრული სიცრუეა. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ, როგორც ახალი ბაღების მშენებლობას, ისე ძველი შენობების განახლების პროექტებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.