loader

გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარშვილი (97 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მაჭარაშვილი ფინალურ ეტაპზე ბაჰრეინის ქვეყნის სახელით მოასპარეზე დაღესტნელმა მეტოქემ ახმედ ტაჟუდინოვმა დაამარცხა.

მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი მაგომედხან მაგომედოვი დაამარცხა.

ამ დროისთვის საქართველოს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მეორე ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა მოუპოვა. რაც შეეხება მესამე ოქროს მედალს, ის ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.