"ამ ტიპის სტატიები, განცხადებები კიდევ უფრო გაძლიერდება და წამოვა! მზად უნდა ვიყოთ ამგვარი სიბინძურისთვის...." - კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე
თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
კალაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელების რიცხვი მოიმატებს, რისთვისაც საზოგადოება მზად უნდა იყოს.