გივი მაჭარაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო და ოლიმპიადის მეოთხედფინალში იასპარეზებს
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) სადებიუტო ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო.
მან მერვედფინალური შეხვედრა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანგთან გამართა, მეტოქეს ანგარიშით 12:2 სძლია და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.