"კაცი დააბა, აწამა და ამის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაიღო" - სასტიკი დანაშაული ლანჩხუთში
გურიის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში 8 აგვისტოს კაცი სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთზე დაწყებული დავის გამო წამებით მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ტაბულა" ავრცელებს.
მოკლულის ოჯახის ახლობლის ცნობით, ბრალდებული ყოფილი სამხედროა, რომელიც შემთხვევის დღეს მოკლულთან ფერმაში მივიდა, სადაც მას სასმლითა და საკვებით გაუმასპინძლდნენ. მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით, არაფხიზელმა ბრალდებულმა კაცი დააბა, აწამა და ამის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაიღო. შემდეგ კი, პოლიციაში მივიდა, სადაც სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ კაცს სცემა და "მისულიყვნენ, თუ მიუსწრებდნენ."
გამოცემის ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია, მოკლულს კი ძვლები დალეწილ მდგომარეობაში აქვს.