loader

"ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა" - დათი ქოქრაშვილს აშშ-ში ოპერაცია ჩაუტარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა" - დათი ქოქრაშვილს აშშ-ში ოპერაცია ჩაუტარდა

შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დათი ქოქრაშვილს აშშ-ში რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ოჯახის ახლობელი თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მეგობრებო, სათითაოდ პასუხს ვერ გწერთ, მაპატიეთ.

ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დათის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. ეს ოპერაცია რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი და აუცილებლად შეგატყობინებთ" - წერს თეა ცხადაძე.