გენო პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალშია
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში გავიდა.
პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.
იქამდე მან უკრაინელ ოლეკსანდრ ხოციანივსკის (11:0) და პოლონელ რობერტ ბარანს (9:2) სძლია.
ხვალ, ფინალში პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება, რომელმაც თურქ ტაჰა აკგულს 2:1 მოუგო.