loader

"სამ­წუ­ხა­როდ მა­ვან­თა წა­დილ­მა თა­ვისას მი­აღ­წია..." - საქართველოში კენიიდან ჩამოტანილი რვავე ბაობაბის ხე გახმა: შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამ­წუ­ხა­როდ მა­ვან­თა წა­დილ­მა თა­ვისას მი­აღ­წია..." - საქართველოში კენიიდან ჩამოტანილი რვავე ბაობაბის ხე გახმა: შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

შეკ­ვე­თი­ლის დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და ახა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კე­ნი­ი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი რვა­ვე ბა­ო­ბა­ბის ხე გახ­მა.

პარ­კის ცნო­ბით, კე­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გამო, ხე­ებს მო­უ­წი­ათ ამო­თხრილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ისი­ნი მხო­ლოდ 2023 წლის 8 ნო­ემ­ბერს ჩარ­გეს ნი­ა­დაგ­ში.

ცნო­ბის­თვის, დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი 2020 წელს გა­იხ­სნა "ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბით.

"2020 წელს მე­ცე­ნატ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ოს­ნო­ბი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით დაბა შეკ­ვე­თილ­ში გა­იხ­სნა დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი. ეს უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. მრა­ვალ­წლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით და ურ­თუ­ლე­სი ტექ­ნი­კურ - ლო­გის­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის დაძ­ლე­ვით სა­მო­ცი ჰექ­ტა­რის ფარ­თობ­ზე გა­შენ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ­ნა­ხუ­ლი მწვა­ნე სივ­რცე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ათა­სო­ბით ად­გი­ლობ­რივ, ენ­დე­მურ და ასე­ვე უცხო­ურ მცე­ნა­რეს.

პარ­კის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ პირ­ვე­ლად ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში მო­ხერ­ხდა უნი­კა­ლუ­რი სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ხე­ე­ბის გად­მორგვა, რაც ურ­თუ­ლეს და ხში­რად შე­უძ­ლე­ბელ ტექ­ნი­კურ გა­მოწ­ვე­ვად მი­იჩ­ნე­ო­და. დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი წარ­მო­ად­გენს ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის უნი­კა­ლურ და ჰარ­მო­ნი­ულ ნა­ზავს. მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტის 58 სა­ხე­ო­ბის უიშ­ვი­ა­თე­სი ფრინ­ვე­ლი ბი­ნად­რობს. მათ­თვის აქ შექ­მნი­ლია მშობ­ლი­უ­რი ჰა­ბი­ტა­ტის იდენ­ტუ­რი სა­არ­სე­ბო გა­რე­მო.

პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შეკ­ვე­თი­ლის დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სოდ მას­პინ­ძლობს ათი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტუ­მარს. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის გახ­და რე­გი­ო­ნი­სა და ქვეყ­ნის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა.

ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბის დღი­დან­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია, დამ­კვე­თე­ბის არა­ჯან­სა­ღი ინ­ტე­რე­სე­ბის და ვნე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, მთე­ლი თა­ვი­სი რე­სურ­სით უშე­დე­გოდ ებ­რძვი­ან პრო­ექტს. ჯი­უ­ტად ცდი­ლო­ბენ რო­გორ­მე ჩირ­ქი მო­ცხონ ამ უნი­კა­ლურ წა­მო­წყე­ბას, მის ავ­ტორ­სა და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელს.

ზუს­ტად ასე მოხ­და კე­ნი­ი­დან რამ­დე­ნი­მე ბა­ო­ბა­ბის ჯი­შის ხის გად­მორგვი­სას.

რო­გორც კი აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩა­საფ­რე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კა­ნებ­მა და მათ შირ­მად ქცე­ულ­მა ეგ­რედ­წო­დე­ბულ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა იდე­ო­ლო­გი­უ­რი ბრძო­ლის ფრონ­ტი გა­მარ­თეს ამ­ჯე­რად აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე. მათი ცრუ დას­მე­ნე­ბი­სა და ყალ­ბი ალარ­მის­ტუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის გამო, ძლი­ერ შე­ფერ­ხდა კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე მცე­ნა­რე­თა გად­მორგვის პრო­ცე­სი.

"ნაც­მოძ­რა­ო­ბის" სიც­რუ­ის ტექ­ნო­ლო­გია უც­ვლე­ლია. ფეიკ-ნი­უ­სე­ბი, ცრუ ბრალდდე­ბებ­ზე აგე­ბუ­ლი სა­ჩივ­რე­ბი და რაც მთა­ვა­რია, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი კე­ნი­ის სხვა­დას­ხვა უწყე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან (ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის ჩათ­ვლით), მიზ­ნად ისა­ხავ­და ამ უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის ჩაშ­ლას. პრო­ცე­სის შე­სა­ფერ­ხებ­ლად უხ­მობ­დნენ ცრუ და­ქი­რა­ვე­ბულ ექ­სპერ­ტებს, აყალ­ბებ­დნენ ფაქ­ტებს, კე­ნი­ურ ბა­ო­ბა­ბებს ასა­ღებ­დნენ წი­თელ წიგნ­ში შე­ტა­ნილ მა­და­გას­კა­რულ ბა­ო­ბა­ბე­ბად. ამ ყვე­ლაფ­რის გამო პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლებს მო­უ­წი­ათ მრა­ვალ­გზის აე­ღოთ ერთი და იგი­ვე დას­კვნე­ბი, ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი ცნო­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა უწყე­ბის ნე­ბარ­თვე­ბი და ა.შ.. და­უს­რუ­ლე­ბელ ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ მო­რევ­ში იკარ­გე­ბო­და ძვირ­ფა­სი დრო.

სა­ბო­ლო­ოდ სა­მარ­თალ­მა აფ­რი­კა­შიც გა­ი­მარ­ჯვა და ყვე­ლა ცრუ ბრალ­დე­ბა კე­ნი­ის სა­სა­მარ­თლო­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ უარ­ყო­ფილ იქნა, მაგ­რამ მა­ვან­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა პრო­ექ­ტის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა.

დრო­ში გა­წელ­ვის შე­დე­გად, 2021 წელს გრუნ­ტი­დან ამო­ღე­ბულ­მა ხე­ებ­მა, ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გამო 2023 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე ვერ მო­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლომ­დე. მხო­ლოდ 2023 წლის 08 ნო­ემ­ბერს მო­ხერ­ხდა მათი ნი­ა­დაგ­ში ჩარ­გვა. იქამ­დე კი აფ­რი­კელ "გი­გან­ტებს“ მო­უ­წი­ათ ამო­თხრილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში თით­ქმის ორ­წლი­ა­ნი მოც­და მათ­თვის სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო გა­რე­მო პი­რო­ბებ­ში, სა­დაც მათ შე­სა­ბა­მი­სი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბაც მო­აკ­ლდათ. სამ­წუ­ხა­როდ, მსგავს სტრესს შე­უმ­ჩნევ­ლად არ ჩა­უვ­ლია ამ უნი­კა­ლუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბის­თვის და სა­ქარ­თვე­ლო­ში გრუნ­ტში ჩარ­გვი­დან 6-7 თვის გას­ვლის შემ­დეგ რვა­ვე ბა­ო­ბა­ბის ხე გახ­მა.

არა­და, ბა­ო­ბა­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­რეც გად­მორ­გუ­ლა. შეკ­ვე­თილ­სა და თბი­ლის­ში დღე­საც ხა­რობს რამ­დე­ნი­მე ბა­ო­ბა­ბი, რო­მელ­თა გად­მორგვა წინა პე­რი­ოდ­ში მო­ხერ­ხდა. მათი გად­მო­ტა­ნი­სას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია ხე­ლოვ­ნურ შე­ფერ­ხე­ბებს. პრო­ცე­სი ადექ­ვა­ტურ ვა­დებ­ში წა­რი­მარ­თა, და შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნით ყვე­ლა ხემ გა­ი­ხა­რა. ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო ამ­ჯე­რა­დაც, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ მა­ვან­თა წა­დილ­მა თა­ვის მი­აღ­წია.აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს რა­ო­დენ არა­ჯან­საღ და მავ­ნებ­ლურ ბრძო­ლას ეწე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბუ­დე­ბუ­ლი ე.წ. "ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი“. მათი მოქ­მე­დე­ბის სტი­ლი და მა­ნე­რა ნათ­ლად გვახ­სე­ნებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­წე­რას".