რა ხდება ამ წუთებში ლარსზე? - "მოიმარაგეთ ბევრი წყალი, ფილმები ტელეფონში და დაელოდეთ თქვენს რიგს"
საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტთან, საცობია. როგორც რუსულ ტელეგრამ-არხებზე რუსეთის მოქალაქეები წერენ, რამდენიმეკილომეტრიანი რიგი რუსეთის მხრიდან არის და მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას სხვადასხვა გზით ცდილობენ.
ერთ-ერთ არხზე დაიწერა ჩხუბის ინციდენტის შესახებაც, როდესაც რუსეთის მოქალაქე რიგის დარღვევით ცდილობდა გამშვებ პუნქტთან მისვლას.
„მოიმარაგეთ ბევრი წყალი, ფილმები ტელეფონში და დაელოდეთ თქვენს რიგს.“ - წერს მომხმარებელი.
„მესაზღვრეების ცუდი მუშაობა თუ რუსების მორიგი გაქცევა?“ - კითხულობს ერთ-ერთი მათგანი.
რამდენიმე მოქალაქის თქმით კი, თავის რიგს უკვე 20 საათია ელოდება.