"რა უხერხულია ასეთი რამ" - რას წერს გიორგი გველესიანის ცოლი?
რამდენიმე დღის წინ საქართველოს საფეხურთო ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დედამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც გიორგის ვიზუალს უსვამდნენ ხაზს.
აღნიშნულ ფაქტს ასევე ნაკრების წევრის, გიორგი გველესიანის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილიც გამოეხმაურა.
"რა უხერხულია, როდესაც ასეთი საამაყო შვილის დედას უწევს მსგავსი კომენტარის გაკეთება.
სულ მგონია, როდესაც ადამიანი ბედნიერია, ამ სიბოროტეების წერისთვის არც სცალია და არც სურვილი აქვს. მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ მსგავსი ადამიანები ვერც სულიერ სიმშვიდეს და ვერც ბედნიერებას ვერ იპოვიან ცხოვრებაში, სანამ არ გათავისუფლდებიან ბოღმისგან და ბოროტი ფიქრებისგან.
ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ დროებითია და გარდაიცვლება, მაგრამ მაინც ამდენ ბოროტებას ჩადის", - წერს ლინდა.