loader

პუტინის გადაწყვეტილებით, კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი (116 აშშ დოლარი) გადაეცემათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის გადაწყვეტილებით, კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი (116 აშშ დოლარი) გადაეცემათ

კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადად 10 000 რუბლი (116 აშშ დოლარი) გადაეცემათ.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერანტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსეი სმირნოვთან საუბარში განაცხადა.

“მთავრობის მეთაურთან [მიხაილ მიშუსტინთან] სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრე. ჩავთვალოთ, რომ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებენ, ერთჯერადად 10 ათასი რუბლის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. და შესაბამისი რესურსები გამოიყოფა”, - განაცხადა პუტინმა.