loader

ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დე­ბი იტა­ლი­ის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მი­ლა­ნის" ლე­გენ­დებს შეხ­ვდე­ბი­ან - როდის და სად გაიმართება ლე­გენ­დე­ბის მატ­ჩი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დე­ბი იტა­ლი­ის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მი­ლა­ნის" ლე­გენ­დებს შეხ­ვდე­ბი­ან - როდის და სად გაიმართება ლე­გენ­დე­ბის მატ­ჩი?

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, თბი­ლის­ში, 21 სექ­ტემ­ბერს, ლე­გენ­დე­ბის მატ­ჩი გა­ი­მარ­თე­ბა - ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დე­ბი იტა­ლი­ის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მი­ლა­ნის" ლე­გენ­დებს შეხ­ვდე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შე­სა­ბა­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და Fondazione Milan-მა დღეს, იტა­ლი­ის ქა­ლაქ მი­ლან­ში მო­ა­წე­რეს. ხელ­მო­წე­რის ღო­ნის­ძი­ე­ბას თბი­ლი­სის მერი, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­სა და "მი­ლა­ნის" ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი კახა კა­ლა­ძე და­ეს­წრო.

შეხ­ვედ­რა Casa Milan-ის მუ­ზე­უმ­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის ის­ტო­რი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, იტა­ლი­უ­რი კლუ­ბის ის­ტო­რი­ა­ში თა­ვი­სი ფურ­ცე­ლი ქარ­თველ­მა კახა კა­ლა­ძე­მაც ჩა­წე­რა.

"ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მა­ყის გრძნო­ბაა, რო­დე­საც ხე­დავ შენს გან­ვლილ წლებს კონ­კრე­ტუ­ლი მო­გე­ბუ­ლი თა­სით. "მი­ლა­ნის" მუ­ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა თასი, რო­მე­ლიც ამ გუნდს აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მათ შო­რის, ის ორი თასი, რო­მე­ლიც მე ამ კლუბ­თან ერ­თად მო­ვი­გე - ერთი მან­ჩეს­ტერ­ში მო­გე­ბუ­ლი და მე­ო­რე - ათენ­ში. ეს არის გუნ­დი, რო­მელ­საც აქვს უდი­დე­სი ის­ტო­რია და მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­უ­კე­თე­სო 10 წელი გა­მე­ტა­რე­ბი­ნა აქ. რო­გორც ფეხ­ბურ­თელ­მა, რისი მო­გე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვი­გე. თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოც­ნე­ბაა "ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის" მო­გე­ბა. უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ ორ­ჯერ მქონ­და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მე მახ­სოვს, თუ რამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რო­გორ ზე­ი­მობ­და ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჩემს გა­მარ­ჯვე­ბას "მი­ლან­თან" ერ­თად.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "მი­ლა­ნის" ძვე­ლი თა­ო­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ: კაკა, რი­ვალ­დო, სერ­ჟი­ნიო, ზე­ე­დორ­ფი, კაფუ და სხვე­ბი. ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი ხელს უწყობს იმას, რომ კი­დევ უფრო მეტი სტი­მუ­ლი მივ­ცეთ ჩვენს პა­ტა­რებს, მო­მა­ვალ თა­ო­ბებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა და გულ­შე­მატ­კი­ვარს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­ან­თი საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ერთ დროს ვი­საც გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ, იხი­ლონ სა­ქარ­თვე­ლო­ში", - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

ამას­თა­ნა­ვე, და­გეგ­მილ მატჩზე ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა და­ვით მუ­ჯირ­მაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი თე­მურ ქეც­ბა­ია იქ­ნე­ბა. ასე­ვე, თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თბი­ლი­სის მერ­თან ერ­თად, სხვა ქარ­თვე­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ.