loader

რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე YouTube-ის სა­ი­ტი და აპ­ლი­კა­ცია აღარ იხ­სნე­ბა - რა ინფორმაციას ავრცელებს Meduza? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე YouTube-ის სა­ი­ტი და აპ­ლი­კა­ცია აღარ იხ­სნე­ბა - რა ინფორმაციას ავრცელებს Meduza?

რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე YouTube-ის სა­ი­ტი და აპ­ლი­კა­ცია აღარ იხ­სნე­ბა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Meduza ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მა სა­ი­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის მუ­შა­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სა­იტ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ ვი­დეო ჰოს­ტინ­გის მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოს­კო­ვის დრო­ით 11:20 სა­ა­თის­თვის, 5 ათას­ზე მეტი სა­ჩი­ვა­რი და­ფიქ­სირ­და. სა­ჩივ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი, 21 პრო­ცენ­ტი, მოს­კო­ვი­დან იყო.

Downdetector-ის სერ­ვი­სის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, YouTube-ის მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

Meduza-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში, ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში YouTube-ი შე­ფერ­ხე­ბით მუ­შა­ობ­და. გა­მო­ცე­მის წყა­როს ცნო­ბით, ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­ა­ნე­ლონ ვი­დეო ჰოს­ტინ­გის მუ­შა­ო­ბა. მისი თქმით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვეყ­ნის ყვე­ლა მსხვილ სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ოპე­რა­ტორს, რომ გეგ­მა­ვენ, YouTube ვი­დე­ოს სიჩ­ქა­რე 128 კი­ლო­ბი­ტამ­დე წამ­ში შე­ა­ნე­ლონ.