ბათუმში 13 წლის ბიჭს ეძებენ - "ის გუშინ წავიდა სახლიდან, მშობლების ნებართვის გარეშე!"
ბათუმში 13 წლის ბიჭს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს.
“მეგობრებო, ოჯახის თხოვნითა და ნებართვით ვდებ ამ განცხადებას. გთხოვთ, დაგვეხმაროთ გავრცელებაში.
ოჯახი ეძებს 13 წლის დაჩი ქარჩავას. დაჩი ფოთიდანაა. ის გუშინ წავიდა სახლიდან, მშობლების ნებართვის გარეშე!
მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, გუშინ, ფოთიდან ბათუმში წამოვიდა. ჩამოვიდა საბაგიროსთან. მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
თუ სადმე შენიშნავთ ან გაქვთ მასზე რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დაეხმაროთ ოჯახს და დაურეკოთ ნომერზე - 551 11 40 10
დედა-ნანა მარგალიტაძე" - ნათქვამია განცხადებაში.