ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში, ერთი გოგო და ორი ბიჭი დაჭრეს
ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ადამიანი დაჭრეს.
"ბათუმელების" ინფორმაციით, დაჭრილია ერთი გოგო და ორი ბიჭი.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით.
შემთხვევა კაჩენსკების ქუჩაზე მოხდა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: "ბათუმელები"