"არ არსებობს, შოკირებული ვარ, ვიდეოს ვიღებდი და ეს შემემთხვა, ცრემლები მომდის, ბოლომდე ნახეთ" - რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველი მამაკაცი ამერიკიდან?
ეს ამბავი გაზაფხულზე მოხდა და აქამდე ვერ მოვახერხე ამ ვიდეოს მონტაჟი და დაპოსტვა. ხან მეზარებოდა, ხან არ მინდოდა, მაგრამ იდეა ისაა, რომ ამერიკაში მცხოვრებმა ან ტურისტულად მყოფმა ქართველებმა მინდა იცოდნენ, რა დახვდებათ, თუ ქალაქ პროვიდენსში გადაწყვეტენ მოგზაურობას. დაიმახსოვრეთ, შტატი როუდ აილენდი, ქალაქი პროვიდენსი. რიტუალს ჰქვია waterfire. საოცარი სანახაობაა და ამ საოცრებას კიდევ უფრო საოცარს ხდის ის, რასაც ვიდეოში ნახავთ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე ჩემთვის ამერიკაში.
წარმოიდგინეთ უბრალოდ ამ საოცარ ჰანგზე გარინდული მთელი ამერიკული ქალაქი. ქალაქი, სადაც დაიბადა ლავკრაფტი და სადაც ეს კონკრეტული დღესასწაული ადგილობრივთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ დღესასწაულზე, მდინარის მთელ გაყოლებაზე ანთებენ ცეცხლს და რთავენ მუსიკას, რომლის მოსასმენად და სანახავადაც მთელი ქალაქი იკრიბება", - წერს ზაზა კოშკაძე.