loader

რა დაწერა აგვისტოს ომის გმირის დედამ ოპერაციის წინ, უკანასკნელ წერილში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დაწერა აგვისტოს ომის გმირის დედამ ოპერაციის წინ, უკანასკნელ წერილში

„მლოცველნო, მომიხსენიეთ ხვალ, 30.07.2024-ში, დილით. ცხოვრების სავალ გზებზე უფალი ყველას თავის სატარებელ ჯვარს გვარგუნებს, ზოგს მძიმეს და ზოგსაც მსუბუქს. ჰოდა, ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ, ვისაც მძიმე ჯვრის ტარება მარგუნა უფალმა. თითქმის დღემდე ვატარე ეს მეტად მტკივნეული მძიმე ჯვარი გულით. განსაკუთრებით კი, ბოლო 16 წელი. მეტი ვეღარ შეძლო ჩემმა მტკივნეულმა გულმა, რადგანაც ხვალ, 30.07.2024-ში, წმ. მარინეს ხსენების დღეს, მიტარდება გულის ოპერაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 წლის თავზე. ვიცი, უფალი და დედაღვთისმშობელი იქნებიან ჩემი შემწე და ასევე ოპერაციის დროს თავთან ჩემი მფარველი ანგელოზები მეყოლებიან, წმ. მარინე და ჩემი ვაჟკაცი შვილი ვახტანგი. "მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით“. - წერდა მარინა გზირიშვილი სოციალურ ქსელში ოპერაციის წინ.