loader

საგანგაშო მდგომარეობა ვაშლიჯვარში, რას ამბობენ ადგილობრივები - "ეჭვი გაგვიჩნდა, გადავიღეთ და ასეთი სიტუაცია აღმოჩნდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგაშო მდგომარეობა ვაშლიჯვარში, რას ამბობენ ადგილობრივები - "ეჭვი გაგვიჩნდა, გადავიღეთ და ასეთი სიტუაცია აღმოჩნდა"

ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია 16-სართულიან კორპუსს აშენებდა, ნაპრალები გაჩნდა. მოსახლეობის მტკიცებით, მთის ფერდზე მეწყრული პროცესები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე სამშენებლო კომპანიის მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და ინტენსიური სამუშაოები დაიწყო.

ადგილზე დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც ტერიტორიას ასურათებენ.

თბილისის მერიის განცხადებით, ბროწეულის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების ადგილას ბზარების გამო სამუშაოები შეჩერებულია, რაზმაძის ქუჩაზე კი ფერდის ჩამოშლის გამო მშენებლობის შეჩერების დადგენილება გამოიცა და მშენებელი დაჯარიმდა.

დედაქალაქის მერია ერთი მხრივ საბურთალოზე, ბროწეულის ქუჩა N5-ში სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ, მეორე მხრივ კი ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ბროწეულის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია, ხოლო რაზმაძის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების დადგენილება გამოიცა.

უფრო კონკრეტულად, მერიის ინფორმაციით, ბროწეულის ქუჩა N5-ში დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. რაც შეეხება რაზმაძის ქუჩას, უწყებაში განმარტავენ, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით, ასევე, მიღებულ იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა.