ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო განცხადება - "მინდა სრული პასუხისმგებლობით ვამცნო საზოგადოებას..."
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის.
როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომელთა შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია და ეს არ არის ისეთი პროგრამები, რომლებზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება.