"დაიკარგა ჩემი და; სახლში დატოვა ჩანთა, ფული, პირადობა და შშმ შვილი" - ანი გიუნტერი
ტელეწამყვან ანი გიუნტერის და დაიკარგა - ამის შესახებ ინფორმაციას გიუნტერი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მის დას შავი ფერის შარვალი და ვერცხლისფერი მაისური აცვია.
ანი გიუნტერის ცნობით, ნატალი გიუნტერი ბოლოს ვეძისის ტერიტორიიდან დოლიძემდე ტელეფონის მოსატანად წავიდა.
დაიკარგა ჩემი და… აცვია შავი შარვალი და ვეფხვისებრი პრინტის ზედა. გავიდა ვეძისის ტერიტორიიდან დოლიძემდე ტელეფონის მოსატანად. სახლში დატოვა ჩანთა, ფული, პირადობა და შშმ შვილი. დამეხმარეთ", - წერს გიუნტერი.