loader

"საქართველოში დასვენების პერიოდში, სანაპიროზე ვიყავით; ჩემმა შეყვარებულმა დაინახა, რომ..." - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოში დასვენების პერიოდში, სანაპიროზე ვიყავით; ჩემმა შეყვარებულმა დაინახა, რომ..." - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრების და საფეხბურთო კლუბ “ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საქართველოში დასვენების პერიოდში თავს გადამხდარ ამბავზე წერს.

ქოჩორაშვილის თქმით, მან და მისმა შეყვარებულმა, კაპროვანში ყოფნის დროს, ძაღლი გადაარჩინეს, უმკურნალეს და ახლა მისთვის შესაფერის ოჯახს ეძებს.

მოგესალმებით. საქართველოში დასვენების პერიოდში, სანაპიროზე ვიყავით, როცა ჩემმა შეყვარებულმა დაინახა ძაღლი, რომელიც კოჭლობით გადაადგილდებოდა. სანდრა ცხოველების უდიდესი გულშემატკივარია, ემოციური კავშირი აქვს და ღელავს მათზე. ძაღლი სახლში წავიყვანეთ, ბათუმიდან ვეტერინარი ჩამოვიყვანეთ და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვუმკურნალეთ ძაღლს.

საბედნიეროდ, დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ძაღლი მომჯობინდა, ჭრილობაც შეხორცებულია, უპრობლემოდ გადაადგილდება და ახლა ის მომენტია, როცა ჩვენს პატარა მეგობარს სჭირდება ოჯახი, რომელიც მას შეიფარებს და უპატრონებს.

როგორც ამიხსნეს, ძაღლი კაპროვანის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული და სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს გასხვისება, თუ შესაბამისი მსურველი გამოჩნდება. ერთი თვის განმავლობაში, თუ რამე იყო საჭირო, გავაკეთეთ და მზად ვარ, გავაგრძელო, თუ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს ეს კიდევ დასჭირდება.

თუ გამოჩნდება მსურველი, ვინც ძაღლს უპატრონებს, გიზიარებთ საკონტაქტო ინფორმაციას, ვისაც შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით შეეხმიანოთ. - Georgian Animals Federation / საქართველოს ცხოველთა ფედერაცია“, - წერს ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.