"ძალიან ცუდია, რომ დონორებს არ უხსნიან იმ სირთულეს, რაც ამ გადანერგვას მოჰყვება" - რას ამბობს დათო ევგენიძის დონორის, გიორგი მახარაშვილის ცოლი?
4 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ ლევან პირველის და, ლიკა პირველი გარდაიცვალა – ახლობლების ცნობით, ლიკამ ძმას ღვიძლი გადაუნერგა, რის შემდეგაც მას თრომბი განუვითარდა და ლიკა პირველის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამწუხარო ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება მომღერალ გიორგი მახარაშვილის მეუღლე, ლეკა მიქაძე და წერს:
„ძალიან ცუდია, რომ დონორებს არ უხსნიან იმ სირთულეს, რაც ამ გადანერგვას მოჰყვება. ჩვენც გვითხრეს, 2-საათიანი ოპერაციაა და 1 თვეში მუშაობას შეძლებსო… 13-საათიანი იყო და დღემდე გადასხმებზეა, წელიწადზე მეტია უკვე გასული“, – წერს ლეკა მიქაძე.
ცნობისათვის, რამდენიმე წლის წინ მომღერალი გიორგი მახარაშვილი იყო მუსიკოს დათო ევგენიძის დონორი – გიორგიმ დათო ევგენიძეს ღვიძლი გადაუნერგა. ოპერაცია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარდა. თურქეთის კლინიკაში გაუკეთეს ოპერაცია ლიკა პირველსაც.