"როგორ ჩამოცხა" - ვინ არის ძიუდოისტი, რომელმაც ქართველი გოგონების გულები დაიპყრო
ქართველი, რომელიც ოლიმპიადაზე ესპანეთის სახელით წარდგა, ნიკო შერაზადიშვილია. მას უკვე აქვს სამი მედალი ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული და რამდენიმე ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან. ეს არ არის მისი პირველი გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე, შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით 2020 წლის ტოკიოს ილიმპიადაზე წარდგა.
ესპანეთში ნიკოლოზს ხანდახან მხოლოდ "ნიკო შერას“ ეძახიან. ის თბილისში დაიბადა, 14 წლიდან ესპანეთში ცხოვრობს და 10 წელია, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეა. 2018 წელს შერაზადიშვილი გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც მოიპოვა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ესპანურენოვან პოდკასტთან საუბრისას შერაზადიშვილმა განაცხადა, რომ ამაყობს, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენელია. "თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ორი დროშის ქვეშ ვიბრძვი“, - თქვა ნიკამ.