"ტაქსის მძღოლმა სავარაუდოდ, მძიმე საგნის გამოყენებით, დაზიანებები მიაყენა მიკროავტობუსის მძღოლს" - მკვლელობა ქობულეთში
მკვლელობა ქობულეთში,შემთხვევა ქალაქის ერთერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. პირველადი ინფორმაციით, შელაპარაკება ტაქსისა და მიკროავტობუსის მძღოლებს შორის მოხდა, რის შემდეგაც ტაქსის მძღოლმა სავარაუდოდ, მძიმე საგნის გამოყენებით, დაზიანებები მიაყენა მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
წყარო: ajaratv.ge