loader

რა გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აზერბაიჯანელი ჟრნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აზერბაიჯანელი ჟრნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე?

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვის 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.

ამასთან, მისი თქმით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ იგი თავს არიდებდა ძებნით სამსახურებს.

„დღეის მდგომარეობით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა. ასევე, თანხის მოთხოვნა, რომ არ გავრცელებულიყო გარკვეული შეურაცხმყოფელი ინფორმაციები“, - განმარტა ქეთევან ჯაჭვაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გუშინ დააკავეს. თავდაპირველად დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა.

:ვიდეო "მთავარი არხი"