"დაიღუპა 22 წლის ახალგაზრდა, არიან დაშავებულებიც.." - უმძიმესი ავარია კახეთში
კახეთში, სოფელ მატანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა. ის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახური. 22 წლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებული მგზავრები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთ- ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: "მთავარი არხი"