"4 წელი არ ჰყავდა ნანახი შვილები... საქართველოში მიიჩქაროდა.."- ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც იტალიაში ავარიით დაიღუპა
იტალიაში, ავარიით დაღუპული ახალგაზრდა ქალი ლია შალამბერიძეა. არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში დასაბრუნებლად აეროპორტში მიდიოდა, რა დროსაც ტრაგედია მოხდა.
„მაკა შალამბერიძე - ორი შვილის დედა, რომელსაც 4 წელი არ ჰყავდა ნანახი შვილები, საქართველოში მიიჩქაროდა და მაგ დროს მოხდა ეს საშინელი ავარია... დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრანტებს“, - წერს ერთ-ერთი ემიგრანტი.
"ჩემო პატარა დაიკო ჩემო გაუხარებელო რატომ მიგვატოვე დაი სად წახვედი შენ შვილთან. გული ამომგლიჯეეე გოგოო, ჯერ ხომ ადრე იყო შენი იმ ქვეყნად წასვლაა მაკა, რა ვქნა არვიცი, წახვედი შენ მონატრებულ შვილთან დაიკო, როგორ გაგვამწარე დაი" - წერს გარდაცვლილის და.