loader

“ძნელია სიტყვების მოძებნა… უნდა დავწერო…” - რას წერს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ძნელია სიტყვების მოძებნა… უნდა დავწერო…” - რას წერს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი?

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი:

"ძნელია სიტყვების მოძებნა, პირველ რიგში მადლობა უფალს ყველაფრისთვის. 1 გუშინდელი დღისთვის. ჩემო ესპანელ-ქართველებო, უნდა დავწერო - ძალიან მიყვარხართ, მადლობა ყველას!!!

სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადაზე ის ოქროს მედალი, რასაც ბავშვობაში ველოდი, ვერ მოვიპოვე. ბევრი დაბრკოლება იყო, მაგრამ ამ ყველაფრის წერას არ დავიწყებ, ასეთია ცხოვრება და სიძნელეებს არ გავექცევი. აქამდე არ მესმოდა,როცა იძახდნენ გამოცდილებით აჯობაო, ახლა კი ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ჩემი სურვილი ათჯერ მეტია და წინ 4 წელიწადი მაქვს....როცა გუნდში შევედი, მას შემდეგ სახლში ალბათ 10-ჯერ ვყოფილვარ.. ყველა შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, ამიტომაც ყოველდღე 100%-ს ვაძლევ ამ სპორტს, რომ არ დამთავრდეს ჩემი სურვილები 100%-ით დაკმაყოფილების გარეშე. ყველაფერი კარგად იქნება! გამომიცდია მარცხი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ღმერთი მამზადებს რაღაც უკეთესისთვის! დიდი მადლობა ყველას ვინც წვლილი შეიტანა ჩემს მომზადებაში, სიტყვები ზედმეტია...."