loader

როგორია ახლა შოვი? დუმს, სიჩუმეა - როგორ გამოიყურება ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე შოვი: ვიდეოკადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია ახლა შოვი? დუმს, სიჩუმეა - როგორ გამოიყურება ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე შოვი: ვიდეოკადრები ადგილიდან

რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. სტიქიური უბედურება საქართველოში 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ჩამოწვა გლაციალური ღვარცოფი.

ტრაგედიას, 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის მაშველი და სამხედრო პირი, განადგურდა ცნობილი ქართული კურორტი.

შოვში დაღუპულები: ზაზა მესხი; მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი; ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა; დავით ბერიაშვილი; სამირა ისაევა; გიორგი გოგინაშვილი; ქსენია ტრიჩევა; და-ძმა - მეგი და გიგი გუტაშვილები; ნინო კენჭაძე; და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი; გენადი სულთანიშვილი; და-ძმები - ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე;და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები; თემურ ჩარკვიანი; ნიკა ჩალაძე; სოფო ბაკურაძე; გვანცა ბუბაშვილი; სალომე ხეთაგური; დიტო ფირცხალავა; მარინა ხორბალაძე; ქეთევან ლობჟანიძე; მანანა ჯაჭვაძე; ლევან რაზმაძე;

შოვის ტრაგედიას გადარჩენილებიც ჰყავს. მათ შორის ისეთები, რამდენიმე საათის განმავლობაში რომ ცდილობდნენ ტალახიდან თავის დაღწევას. მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა ისინი მცირეწლოვან ბავშვებთან, შვილებთან ერთად წაიღო და ბოლო წამამდე არ სჯეროდათ, რომ გადარჩნენ - სამ საათზე მეტხანს ისხდნენ ტალახში და ელოდნენ ვერტმფრენის, მაშველების გამოჩენას. მაშველების მისვლამდე სამშვიდობოს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაიყვანეს.

გარემოს ეროვნულმა სააგენტოს შოვის შესახებ პირველადი დასკვნა 7 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

დასკვნის მიხედვით, რაჭაში სრაფად დადნა მყინვარი, ამას დაემატა, წვიმა, სათავეებში ჩამოიშალა კლდეზვავი და მეწყრულ-ეროზიულ პროცესები ღვარცოფში გადავიდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო პირველად შეფასებაში წერდა, რომ სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია, სავარაუდოდ, 8-10 წუთში.

სტიქიას გადარჩენილები ამბობდნენ, რომ ეს დრო, ადრეული გაფრთხილების სისტემის არსებობის შემთხვევაში, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ საფრთხის ზონაში მყოფ ადამიანებს უსაფრთხო ადგილებში შეეფარებინათ თავი.

ტრაგედიიდან ექვსთვიანი კვლევების შემდეგ შოვის ტრაგედიაზე საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდა:

სტიქიური უბედურების ზონაში ახალი ინფრასტრუქტურის გაშენება და არსებული შენობების ფუნქციონირება უნდა აიკრძალოს – ასეთია მთავარი რეკომენდაცია. საუბარია 26 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც 3 აგვისტოს ხუთი მილიონი კუბური მეტრი მიწის ტალახოვანმა მასამ დაფარა. 69-გვერდიანი დოკუმენტის მომზადებაში შვეიცარიელი ექსპერტებიც იყვნენ ჩართულები. მყინვარის და თოვლის საფარის ინტენსიური დნობა, წვიმა და ბუბისწყლის ხეობაში კლდეზვავის მოწყვეტა დამანგრეველი სტიქიის მთავარ მიზეზებად სახელდება. კატასტროფული ხასიათის გლაციალური ღვარცოფის წარმოქმნაში კვლევამ ადამიანური ზემოქმედების ფაქტორი გამორიცხა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნის ავტორები მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე შოვში გადაადგილების წესების შემუშავებას და გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟებას ითხოვენ. კვლევაში პირდაპირ წერია, რომ მომავალში ბუბისწყლის ხეობაში შესაძლოა გაცილებით მასშტაბური სტიქია განვითარდეს.