loader

რა უთხრა ტედი რინერმა გურამ თუშიშვილს, რის შემდეგაც ძიუდოისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უთხრა ტედი რინერმა გურამ თუშიშვილს, რის შემდეგაც ძიუდოისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადის 1/4-ფინალში გურამ თუშიშვილმა მასპინძელი ტედი რინერის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

თითქოს მთელი შეხვედრა ქართველის აქტიურობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოსკენ რინერმა თავისი გდებით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, შემდეგ კი მაპროვოცირებელი სიტყვებით გურამის გაღიზიანება სცადა.

ცხადია, ქართველს ფრანგისგან შეურაცხყოფა უყურადღებოდ არ გაუტარებია და საკადრისი პასუხი როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად გასცა, ეს კი თუშიშვილისთვის დასასრული აღმოჩნდა.

ნაცვლად იმისა, რომ გურამი ახლა რეპეშაჟის შეხვედრებისთვის უნდა მომზადებულიყო, რინერის უღირსი ქმედებისთვის პასუხის გაცემის გამო ქართველი ტურნირიდან ოფიციალურად მოხსნეს!