ბათუმში, სიმაღლიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.