loader

47 წამში მოგებული შეხვედრა და გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

47 წამში მოგებული შეხვედრა და გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი (100+კგ) პა­რი­ზის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მე­ო­თხე­დფი­ნალ­შია. მერ­ვე­დფი­ნალ­ში მან სე­ნე­გა­ლე­ლი 47 წამ­ში იპო­ნით და­ა­მარ­ცხა.

ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სამი მე­და­ლი აქვს. ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მან ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი სან­ში­რო მუ­რაო და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­უ­ტა­ნა. ამას­თან, ვერ­ცხლის მე­დალს და­ე­უფ­ლა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი (100კგ) ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ზა­ფხუ­ლის 33-ე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან სპორ­ტის 10 სა­ხე­ო­ბა­ში (ბა­ტუტ­ზე ხტო­მა, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, კრი­ვი, მძლე­ოს­ნო­ბა, ტყვი­ის სრო­ლა, ფა­რი­კა­ო­ბა, ცურ­ვა, ძა­ლოს­ნო­ბა, ძი­უ­დო) 28 სპორ­ტსმე­ნი ას­პა­რე­ზობს.