loader

შემზარავი ამბავი - ბრალი წარუდგინეს მოზარდს, რომელმაც სამი ბავშვი მოკლა და რვა ადამიანი დაჭრა (დიდი ბრიტანეთი) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი ამბავი - ბრალი წარუდგინეს მოზარდს, რომელმაც სამი ბავშვი მოკლა და რვა ადამიანი დაჭრა (დიდი ბრიტანეთი)

დიდ ბრიტანეთში ბრალი წარუდგინეს მოზარდს, რომელმაც სამი ბავშვი მოკლა და რვა ადამიანი დაჭრა. ცივი იარაღით შეიარაღებული 17 წლის ბიჭი საბავშვო ცეკვის სტუდიაში შეიჭრა და იქ მყოფებს თავს დანით დაესხა. მას 3 მუხლით ედავებიან. ეს არის: განზრახ მკვლელობა, თავდასხმა და ცივი იარაღის უკანონოდ ფლობა.

თავდასხმის შემდეგ ბრიტანეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. რელიგიური სიძულვილის მოტივით, ასობით პირმა მეჩეთის დაწვაც სცადა. პროტესტის მიზეზი თავდამსხმელის ეთნიკური კუთვნილებისა და რელიგიური მრწამსის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია გახდა.

წყარო BBC