რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა დრამატული ფინალის შემდეგ
როდესაც ილიას დედას ინტერვიუზე დავურეკეთ, ემოციების გარეშე არ შეეძლო საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ შვილმა პირველივე ოლიმპიადაზე მედალი აიღო, დედა მომხდარზე ნერვიულობს. განიცდის იმ კომენტარებს, სადაც საზოგადოების ნაწილი ოქროსთვის ბრძოლაში სპორტსმენს აკრიტიკებს. გვითხრა, რომ სოციალურ ქსელს ცოტა ხნით გამოეთიშა.
- ქალბატონო მანანა, გილოცავთ შვილის წარმატებას. ილიასთვის ეს პირველი ოლიმპიადა იყო და ვერცხლის მედლით ბრუნდება სამშობლოში...
- შვილის თამაშებს საერთოდ ვერ ვუყურებ. ახლა მით უმეტეს. იმ დღეს, ილია რომ თამაშობდა სალოცავზე მივდიოდი, ფეხი დამიცურდა და ნახევარი დღე საავადმყოფოში გავატარე. საღამოს კიდევ გული გვატკინეს, მაგრამ არა უშავს, წინ არის ყველაფერი.
- რას გულისხმობთ, ოქროს მოლოდინი ჰქონდათ ილიასგან...
- ინტერნეტსივრცეს რომ გადახედოთ, იმათ უფრო მატკინეს გული. დავანებე თავი ყველაფრის წაკითხვას. მსაჯის დანაშაული იყო, უნდა მიეცათ იპონი და თამაში დაემთავრებინა. ასე წერენ, ვინც იცის. გასაჩივრებულია და ვნახოთ, რა იქნება.
- მას შემდეგ ილიას თუ ესაუბრეთ, როგორია მისი ემოციები?
- ძალიან ცოტა ხანი გვესაუბრა, ვინერვიულეთ ძალიან. ჩემი შვილი ასეთი აღელვებული და განცდებში არ მინახავს. ალბათ ნახავდით, ტატამიდან რომ გამოვიდა, რა დღეში იყო. ყველა სიხარული ამ ნერვიულობამ გადაფარა. ილია რომ გვესაუბრა, გვითხრა, არ ინერვიულოთო. არც შევიტყვე მასთან ჩემი ნერვიულობა, ფსიქოლოგიურად უნდა გავაძლიეროთ. განაგრძეთ კითხვა