loader

ქართველი მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიადის ნახევარფინალშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიადის ნახევარფინალშია

პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, ქარ­თველ­მა მოკ­რი­ვე ლაშა გუ­რულ­მა (63.5კგ) დღეს მე­ო­თხე­დფი­ნა­ლუ­რი ეტა­პის შეხ­ვედ­რა ყა­ზახ ბა­ზარ­ბაი მუ­ჰა­მედ­სა­ბი­რის­თან გა­მარ­თა და გა­ი­მარ­ჯვა. და­პი­რის­პი­რე­ბა ურ­თუ­ლე­სი გა­მოდ­გა - პირ­ვე­ლი რა­უნ­დი ლა­შამ დათ­მო, თუმ­ცა შემ­დგომ რა­უნდში, ტრავ­მის მი­უ­ხე­და­ვად, უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვა და მსა­ჯებ­მა მას ერ­თხმად მი­ა­ნი­ჭეს გა­მარ­ჯვე­ბა. მე­სა­მე რა­უნდში კი მარ­თა­ლია მსა­ჯე­ბის ხმე­ბი გა­ი­ყო, მაგ­რამ ხუ­თი­დან სამ­მა მათ­გან­მა ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის უპი­რა­ტე­სო­ბა აღი­ა­რა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჩვე­ნე­ბურ­მა გა­ი­მარ­ჯვა.

გუ­რულ­მა ოლიმ­პი­ა­და­ზე ას­პა­რე­ზო­ბა 1/8-ფი­ნა­ლი­დან და­ი­წყო, სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მა­ლიკ ჰა­სა­ნო­ვი და­მა­ჯე­რებ­ლად და­ა­მარ­ცხა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 28 ივ­ლისს ოლიმ­პი­ა­დის კრი­ვის ტურ­ნირ­ზე დე­ბი­უ­ტან­ტმა გი­ორ­გი ყუ­ში­ტაშ­ვილ­მა (92კგ) პირ­ვე­ლი ორ­თაბ­რძო­ლა ჩა­ა­ტა­რა. ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი აზი­ის ჩემ­პი­ონ­თან, ტა­ჯიკ დავ­ლატ ბოლ­ტა­ევ­თან და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა და ოლიმ­პი­ა­დას და­ემ­შვი­დო­ბა.