"ოთხი დასახლებული პუნქტიდან ევაკუაცია დაიწყო" - საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან
საბერძნეთში, ევიას კუნძულზე, პისონის რაიონში, ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების გამო ოთხი დასახლებული პუნქტიდან ევაკუაცია დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია 120 მეხანძრე, 40 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი. ადგილობრიივ ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო, რაც სალიკვიდაციო სამუშაოებსაც აფერხებს.
ვიდეო: "პალიტრანიუსი"