"რა გაუჭირდა ასეთი?!" - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე საკლუბო კარიერას რუსეთში, მაჰაჩყალის დინამოში გააგრძელებს.
28 წლის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა რუსულ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფეხბურთელის გადაწყვეტილებას საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ის რუსეთში პირველად არ თამაშობს.
28 წლის ჯიმი ტაბიძე სამტრედიაში დაიბადა. 2015 წელს "გენტის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, საიდანაც იჯარით რუსულ "ურალში" გაუშვეს. სწორედ ეს იყო მისთვის რუსულ ფეხბურთან პირველი შეხება. შემდეგ იყო რუსული კლუბი „უფა“, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. მის ანგარიშზეა 90 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე პასია. რუსეთში ჯიმი ტაბიძემ სერიოზული ტრავმა მიიღო და მცირე ხნით უგუნდოდ იყო...
2022 წლის 1-ელ ივლისს კი კონტრაქტი ბელგიის მთავარი ლიგის კლუბ "კორტრაიკთან" გააფორმა.
მოგვიანებით ჯიმიმ კარიერა "პანეტოლიკოსში" გააგრძელა. საბერძნეთის სუპერლიგის გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გახდა ცნობილი.
ჯიმი ტაბიძე ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნულ ნაკრების სარეზერვო წევრი იყო. მან ნაკრების 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
მისი ახლანდელი სატრანსფერო ფასი 500 ათასი ევროა.