"ერთადერთი ადგილი, სადაც გვეგულება, არის..." - რას ამბობს ოჯახის ახლობელი ქალზე, რომელსაც თბილისში ორ დღეზე მეტია, რაც ეძებენ
თბილისში 50 წლის ქალს ეძებენ. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, ერთადერთი ადგილი, სადაც ეძებენ, დედათა მონასტრებია. მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ადრეც ყოფილა.
"სახლიდან გავიდა 30 ივლისს - თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა. მობილური თან არ აქვს. ჩართულია პოლიცია. მოვიკითხეთ ყველა შესაძლო ადგილას, მათ შორის, მცხეთის დედათა მონასტერში. ირინა არის სიონის ტაძრის მრევლი. თუ ვინმეს შეგხვდებათ, გთხოვთ, არ მიატოვოთ, გამოელაპარაკეთ, დააყოვნეთ და სასწრაფოდ გვაცნობეთ.
577721551 ან 599263443", - ნათქვამია განცხადებაში.