loader

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში ხვალიდან ამოქმედდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც თბილისში ხვალიდან ამოქმედდება

მოტოციკლებსა და მოპედებს ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ექნებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერია საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის დროსა და პირობებს განსაზღვრავს.

„საკრებულოში იმსჯელებენ აღნიშნულთან დაკავშირებით და გვინდა, რომ აღნიშნული წესი 2024 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდეს“, - განაცხადა კალაძემ.