უმძიმესი ამბავი, გარდაიცვალა 23 წლის პატარძალი, რომელიც ქორწილის ღამეს მე-15 სართულიდან გადმოვარდა - ტრაგედია ქორწილის ღამეს სანქტ-პეტერბურგში
რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, 23 წლის ქსენია ვოდიანიცკაიას და მის მეუღლეს, კირილს, ქორწილიდან დაბრუნებისთანავე ტრაგედია შეემთხვათ. ქსენია მრავალსართულიანი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
წყვილი ამ კორპუსში ცხოვრობდა. პოლიციამ გარდაცვლილის ქმარი დაკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ინციდენტი ამ დროისთვის უბედური შემთხვევის სახით განიხილება, თუმცა გამოძიება გრძელდება.