გველის ნაკბენით ტურისტი გარდაიცვალა - უბედური შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში, სავარაუდოდ, გველის ნაკბენით, გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა.
როგორც ქობულეთის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ტურისტი სოფელ ჩაისუბანში ისვენებდა. იგი სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
წყარო: ipn