loader

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა

ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა და პარიზის ოლიმპიადის 1/8-ფინალში გადავიდა. ის მოლდოველ მეტოქეს დაუპირისპირდა. მოლდოველმა სპორტსმენმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ის ტურნირიდან მოხსნეს.

რაც შეეხება ეთერ ასკილაშვილს (63 კგ) - ის სლოვენიელ ანდრეია ლესკის დაუპირისპირდა და დამარცხდა. მან სადებიუტო ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.