loader

დიდი სკანდალი, რომელიც მასშტაბურ ღონისძიებას მოჰყვა - ქრისტიანობის „დაცინვა“ თუ თეატრალური დადგმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდი სკანდალი, რომელიც მასშტაბურ ღონისძიებას მოჰყვა - ქრისტიანობის „დაცინვა“ თუ თეატრალური დადგმა?

26 ივლისს პარიზის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. მასშტაბურ ღონისძიებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

კრიტიკოსების აზრით, ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სცე­ნა ქრის­ტე­სა და მისი მო­ცი­ქუ­ლე­ბის ბიბ­ლი­ურ სცე­ნას წააგავდა, კერძოდ, ჯვარ­ცმის წინ ბოლო ტრა­პე­ზს.

კრიტიკა რელიგიური ჯგუფების, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან იმდენად მასშტაბური იყო, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, საფრანგეთის საელჩოს წინ, საპროტესტო აქციაც კი მოეწყო, სადაც ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენებს ბოიკოტისკენ მოუწოდეს.

საბოლოოდ ორგანიზატორებმა კა­თო­ლი­კებ­სა და "სხვა ქრის­ტი­ა­ნულ ჯგუ­ფებს" ბოდიში მოუხადეს და განმარტეს, რომ ინსპირაცია არა ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი საიდუმლო სერობა, არამედ ბერძნული ღმერთი დიონისე და მრავალფეროვანი ფრანგული გასტრონომია იყო, რაც გაერთიანდა ტრანსგენერი მოდელების და ე.წ. დრაგ ქვინების თეატრალურ დადმაში.

ქრისტიანობის „დაცინვა“ თუ თეატრალური დადგმა? კრიტიკას ქართველი მრევლიც გამოეხმაურა.

ძალიან ცუდი დასაწყისი, დაცინვა და პროვოკაცია -ამ შეფასებების მიღმა ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი თანხმდება, რომ ეპიზოდი მე-17 საუკუნის ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, იან ვან ბეილერტის, ტილოს ინსცენირება იყო. მასზე ნაჩვენებია გრძელი მაგიდის გარშემო შეკრებილი ღმერთები, ცენტრში კი არა იესო, არამედ აპოლონია.

ე.წ. ლურჯი კაცი კი ძველი ბერძნული ღმერთი დიონისეა. დანარჩენი პერსონაჟებიც ოლიმპიელ ღვთაებებს განასახიერებენ და არა მოციქულებს.