"ექიმები ქვედა კიდურის მიკერებას აპირებდნენ, თუმცა.." - შემზარავი ამბავი ავსტრალიაში, 23 წლის სერფერს ზვიგენი თავს დაესხა და ფეხი დაკარგა
ავსტრალიაში, 23 წლის სერფერს, კაი მაკკენზის 3-მეტრიანი თეთრი ზვიგენი წინა კვირას დაესხა თავს, რის შედეგადაც მან ფეხი დაკარგა. ექიმები ქვედა კიდურის მიკერებას აპირებდნენ, თუმცა სერფერმა დაადასტურა, რომ მათ ეს ვერ შეძლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაკკენზი, ნიუ საუს ველსში, მაკქუარის პორტის მახლობლად სერფინგით იყო დაკავებული, რა დროსაც მას ზვიგენი დაესხა თავს და ფეხი დაკარგა.