რამდენით შემცირდა ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 6 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 1,735,471 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით ნაკლებია.